შეხვედრის ამსახველ ვიდეომასალას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“ხოსე მანუელ ბაროსომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ქვეყანამ მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, აუცილებელია, რომ საქართველოს ახალმა ხელმძღვანელობამ იგივე კურსი განაგრძოს და პროგრესი არ შეაჩეროს. მისი თქმით, ვილნიუსის სამიტი მნიშვნელოვანი დასაწყისი იქნება ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოების გზაზე. შეხვედრის დასასრულს ლიდერებმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს და მედიის შეკითხვებს უპასუხეს,”- წერია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს პრეზიდენტი ბრუსელში გუშინ, 28 ოქტომბერს გაემგზავრა, სადაც ევროკავშირის ლიდერებთან გამართავს შეხვედრებს.
მიხეილ საააკაშვილის განცხადებით, ეს ვიზიტი ვილნიუსში დაგეგმილი “აღმოსავლეთ პარტნიორობის” მესამე სამიტის წინ მნიშვნელოვანია და მისთვის ერთგვარ სიმბოლურ აქტს წარმოადგენს.
„მე მივემგზავრები ბრიუსელში, სადაც ვილნიუსის სამიტის წინ შევხდები ევროკავშირის ხელმძღვანელობას. ეს ჩემი საპრეზიდენტო ვადის დასამთავრებლად მიმაჩნია ბოლო და ძალიან მნიშვნელოვან სიმბოლურ აქტად.”
