ახალი ამბებიხელოვნება

ძლიერმა წვიმამ ტაჯ მაჰალი დააზიანა

12 აპრილი, 2018 •
ძლიერმა წვიმამ ტაჯ მაჰალი დააზიანა

თავსხმა წვიმამ ინდოეთისა და იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის,, ტაჯ მაჰალის ნაწილი დააზიანა.

ბიბისის” ცნობით, ძლიერმა წვიმამ ტაჯ მაჰალის ორი მინარეთი დააზიანა, რომლებიც კომპლექსის ორი სხვადასხვა შესასვლელ კარიბჭეზე მდებარეობდა.

გამოცემას ინდოეთის ოფიციალურმა პირებმა განუცხადეს, რომ 130 კმ/სთ სიჩქარის ქარმა 4 მეტრის სიმაღლის 2 სვეტი ჩამოანგრია. ერთ-ერთი ჩამონგრეული სვეტი იმ კარიბჭეზე მდებარეობს, სადაც ტურისტებს ტაჯ მაჰალზე თავისი პირველ წარმოდგენა ექმნებათ.

ოფიციალურმა პირებმა “ბიბისის” განუცხადეს, რომ დაზიანებული სვეტის აღდგენას დაიწყებენ.

ტაჯ მაჰალი ინდოეთის ერთერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც დღეში 12 000 ტურისტი სტუმრობს. ისტორიული წყაროების მიხედვით, ის მონგოლთა იმპერატორმა შაჰ ჯაჰანმა თავისი ცოლის მუმთაზ მაჰალის უკვდავსაყოფად ააგო.

სტიქიის გარდა, ტაჯ მაჰალს გარემოს დაბინძურებაც უქმნის საფრთხეს, რომელიც ქალაქ აგრასთვის, სადაც ტაჯ მაჰალი მდებარეობს, მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

მთავარ ფოტოზე: ტაჯ მაჰალი ფოტო: EPA/HARISH TYAGI

მასალების გადაბეჭდვის წესი