ახალი ამბები

მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს

29 ოქტომბერი, 2013 •
მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს

როგორც “ნეტგაზეთს” შსს–ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება უკვე მიმდინარეობს:

 

“ერთ–ერთ ოთხაში მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები, კედელში იპოვეს საბრძოლო მასალა. წინასწარი ინფორმაციით, შესაძლოა ეს საბრძოლო მასალა ხანდაზმლობის გამო ვარგისი არ იყოს. ექსპერტიზაა დანიშნული, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია. სასწავლო პროცესს ხელი არ შეშლია”, – აცხადბენ შსს–ში და დასძენენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236–ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

 

აღნიშნული მუხლი ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვას ითვალისწინებს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი