ახალი ამბები

გამყოფ ხაზთან მცხოვრებლები გათბობისთვის 200 ლარს მიიღებენ

29 ოქტომბერი, 2013 •
გამყოფ ხაზთან მცხოვრებლები გათბობისთვის 200 ლარს მიიღებენ

„მათ შეეძლებათ ეს თანხა გამოიყენონ როგორც შეშის შესაძენად, ისე ელექტროენერგიით გასათბობად. ამ დახმარებას გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრები 9500 ოჯახი საჭიროებს,” – განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ

 

„აღსანიშნავია, ასევე, წყლის სატუმბი სადგურების რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცება. ეს მოსახლეობის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უახლოეს თვეებში მიიღებს შესაბამისს ზომებს, რათა მომდევნო წლის ზაფხულის სეზონის დადგომამდე სარწყავი არხების სისტემა ამ სოფლებში უფრო მოწესრიგებული იყოს“, – აღნიშნა მინისტრმა.

 

კომისია შეხვდა კასპის, ქარელის, გორის, ხაშურის, ზუგდიდის, წალენჯიხის, საჩხერის მუნიციპალიტეტების სოფლების მაცხოვრებლებს. კომისიის წევრების განცხადებით, პრობლემები ფაქტობრივად იდენტურია – გათბობა, გაზიფიცირება, ინდივიდუალური გამრიცხველიანება, წყალმომარაგება.

მათივე ინფორმაციით, გამყოფ ხაზთან მიმდებარე სოფლებში არის სახლები, რომელთა გასარემონტებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხები გამოიყო, თუმცა, რეალურად, ისინი არ გარემონტდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი