ახალი ამბები

სამხედრო პოლიციელებისთვის ახალი სასწავლო პროგრამა შემუშავდა

29 ოქტომბერი, 2013 • • 930
სამხედრო პოლიციელებისთვის ახალი სასწავლო პროგრამა შემუშავდა

ახალი პროგრამა, რომლის შედგენაზეც ეროვნული თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენლები მუშაობდნენ, პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს ითვალისწინებს.

 

სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვიცე–პოლკივნიკ კახაბერ ჩიხაძის განცხადებით, კურსი ორი კომპონენტისგან შედგება:

 

“ეს არის შსს–ს და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი პროექტი სამხედრო პოლიციის კვალიფიკაციის ასამაღლებლად, რომელიც სამხედრო და სამოქალაქო კომპონენტებისგან შედგება. ძირითადი კურსი სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე ჩატარდება, ხოლო დამატებით ჩაერთვება ამაში პოლიციის აკადემია და წმინდა პოლიციურ ნაწილს გაივლიან პოლიციის აკადემიაში”, – განაცხადა პრეზენტაციის შემდეგ კახაბერ ჩიხრაძემ.

 

სამხედრო პლიციის გადამზადების კურსი ეროვნული თავდაცვის აკადემიის უმცროს ოფიცერთა სკოლაში უახლოეს მომავალში დაიწყება. პოლიციელებს ლექციებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ინსტრუქტორები ჩაუტარებენ. ექვსთვიანი მომზადების შემდეგ კურსდამთავრებულები მიიღებენ სერტიფიკატებს და საკუთარ ქვედანაყოფებში გააგრძელებენ სამსახურს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი