ახალი ამბები

“საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” “წითელი ზონა” დახურა

29 ოქტომბერი, 2013 •
“საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” “წითელი ზონა” დახურა

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემწსრულებელმა თამაზ ტყემალაძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ აღნიშნული გადაცემა მაუწყებელს “ძვირი უჯდება”:

 

“ეს გადაცემა ჩანაცვლდება მარტივი გადაცემით,” – განაცხადა ტყემალაძემ.

 

გადაცემის წამყვანის, გოგი გვახარიას თქმით, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” დირექციას გადაცემის დახურვის თაობაზე ოფიციალურად არ უცნობებია.


“არქივის რედაქტორმა დაგვირეკა მე და რედაქტორს. ორი გადაცემა ჩავწერეთ. ოფიციალურად ჩვენთვის არაფერი უთქვამთ,”- განაცხადა გოგი გვახარიამ. 


“ნეტგაზეთის” ინფორმაციით, მაუწყებელმა კიდევ სამი გადაცემა დახურა, თუმცა, თამაზ ტყემალაძის თქმით, ამაზე ამ წუთებში მსჯელობს არხის ხელმძღვანელობა და გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი.

 

გადაცემა “წითელი ზონა” რადიო თავისუფლებისა და “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ერთობლივი პროექტი იყო. გადაცემის ჩანაწერები 1 დეკემბრამდე გავა ეთერში. გადაცემის წლიური ბიუჯეტი 62 660 აშშ დოლარი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი