ახალი ამბები

ფანჯიკიძე: სამწუხაროა, რომ ყველა ვერ მოახერხებს ვილნიუსში წასვლას

29 ოქტომბერი, 2013 • • 1022
ფანჯიკიძე: სამწუხაროა, რომ ყველა ვერ მოახერხებს ვილნიუსში წასვლას

ფანჯიკიძის განმარტებით, დელეგაციაში ვერ მოხვდებიან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის ვერც მიხეილ სააკაშვილი. 

 

“თუმცა, რასაკვირველია, ყველას აქვს უფლება იმ პერიოდში ტურისტული ან სხვა მიზნით ეწვიოს ვილნიუსს და შეიგრძნოს ვილნიუსის სამიტის სურნელი”, – განაცხადა მან.

 

ფანჯიკიძის თქმით, ვილნიუსის დელეგაციის შემადგენლობა 2 დღეში გახდება ცნობილი:

 

“ვილნიუსიდან მიღებული მიწვევა, რომელიც იყო საქართველოს სახელზე, გულისხმობდა 1+2+5 ასეთი შემადგენლობის დელეგაციას. 1 არის სახელმწიფოს მეთაური, ანუ დელეგაციის ხელმძღვანელი, ვინც წარადგენს ქვეყანას. უკვე ცნობილია, რომ ეს არის გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტი, +2 –  არის ორი მინისტრი, ხოლო +5 – არის უკვე დელეგაციის შემადგენლობა. იქ სწორედ, აი, ასეთი მკაცრი შეზღუდვებით მოხდება დელეგაციების მიღება. 1+2 ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოს მეთაურს შეუძლია თან ჰყავდეს ორი მინისტრი, რომლებიც იქნებიან ყველა მაღალი დონის ფორმატში, ხოლო ხუთი შეძლებს, რომ მოვლენებს თვალყური ადევნოს სპეციალურად შექმნილი დარბაზიდან, სადაც  იქნება ტრანსლირება იმის, თუ რა მოხდება ცენტრალურ დარბაზში. ასეთი მკაცრი შეზღუდვა არსებობს.  [დელეგაციის შემადგენლობა] რასაკვრიველია, დააახლოებით ცნობილია, ხვალ მექნება კონსულტაციები ბატონ გიორგისთან [მარგველაშვილი] ამის თაობაზე, რადგან, მართალია, ჯერ ინაუგურაცია არ ყოფილა, მაგრამ ვილნიუსიდან გვთხოვენ კონკრეტულ მონაცემებს ამ პირების შესახებ.  ალბათ, ზეგ ჩვენ უკვე ვიტყვით, თუ ვინ იქნება დელეგაციის შემადგენლობაში. ძალიან ცოტაა ხუთი ადგილი, რადგან ძალიან ბევრმა ხალხმა იმუშავა ასოცირების ხელშეკრულებაზე, სამწუხაროა, რომ ყველა ვერ მოახერხებს ვილნიუსში წასვლას”, – განაცხადა ფანჯიკიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი