როგორც ადვოკატი ლედი ტუკვაძე აცხადებს, კადრების ჩვენება სასჯელაღსრულების სამინისტროში მოხდება:
“ჩვენებას დავესწრებით მე, ოჯახის წევრები და ასევე დააკვირდება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი”, – აცხადებს ადვოკატი.
როგორც სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, საკანში მომხდარი ფაქტი რამდენმე კამერამ ერთდროულად გადაიღო. სამინისტრო მზადყოფნას აცხადებდა, ფირები ოჯახის წევრებისთვის ეჩვენებინა, თუმცა ისინი უარს აცხადებდნენ და ფირების გადაცემას ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში შიმშილობის დაწყებას აპირებდნენ.
16 წლის გოგა ძველაია 8 ოქტომბერს გარდაიცვალა, გამოეძიებიას აღნიშნულ საქმეზე სასჯელაღსრულების სამინისტროს საგამოძიებო სამსახური პროკურატურის ზედამხედველობით აწარმოებს.