ახალი ამბები

ივანიშვილი: რუსულ კომპანია MTC–ს შესაძლოა ვუჩივლოთ

28 ოქტომბერი, 2013 •
ივანიშვილი: რუსულ კომპანია MTC–ს შესაძლოა ვუჩივლოთ

“პოლონელი ჟურნალისტებისგან მივიღე გუშინ ინფორმაცია, რომ როდესაც საზღვართან ახლოს მივიდნენ, MTC–ი ჰქონდათ, რუსული ქსელი და იქ რუსულმა ტელეფონმა აღნიშნა, რომ თქვენ მოხვედით რუსეთის ტერიტორიაზე, როდესაც 200 მეტრით მიუახლოვდნენ საზღვარს. ჩვენ კიდევ ცდებს ჩავატარებთ და MTC–ს წინასწარ ვაფრთხილებ, რომ ჩვენ ვუჩივლებთ აუცილებლად, როგორც საჭიროა და როგორც ხდება საერთაშორისო ნორმებით, ეს არის აღმაშფოთებელი. მე ვისარგებლებდი სიტუაციით და მივმართავდი რუსეთის ხელისუფლებას, რომ ასეთი გაუგებრობისგან თავი შეიკავოს. მე არ ვიცი, ეს არის შეთანხმებული ხელისუფლებასთნ, თუ არ არის შეთანხმებული. ჩვენ გადავიღეთ ფოტოები, ავიღეთ ინტერვიუები პოლონელი ჟურნალისტებისგან და ჩვენ ამაზე აუცილებლად მკაცრ რეაქციას გავაკეთებთ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა დღეს გამართულ კონფერენციაზე.

 

MTC არის წამყვანი სატელეკომუნიკაციო კომპანია რუსეთსა და დსთ–ს ქვეყნებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი