“ჩვენ კიდევ ერთი ისტორიული დღის მომსწრენი გავხდით დემოკრატიული საქართველოსა და ქართველი ხალხის ცხოვრებაში. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური სტრუქტურებისაკენ მისწრაფების გზაზე.
საელჩო მხარს უჭერს ეუთოსა და სხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მიერ გაწეულ სამუშაოს. ჩვენ ვეთანხმებით მათ შეფასებას, რომ საქართველოს მოსახლეობამ საარჩევნო ყუთთან თავისუფლად გამოხატა საკუთარი ნება. ეს არჩევანი კი ზუსტად აისახა იმ საარჩევნო პროცესში, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ყველა საჩივარი გამჭვირვალედ და კანონის სრული დაცვით განიხილოს.
საქართველოს მოსახლეობასთან ერთად მივესალმებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არჩევნების ჩატარებას, რომელიც გააგრძელებს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას. ახლა, როდესაც ხალხმა საკუთარი ნება გამოხატა, მოვუწოდებთ ყველა პარტიას ერთობლივი და კონსტრუქციული მუშაობისკენ საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების მხარდასაჭერად. საელჩო ახალ პრეზიდენტთან, მთავრობასა და პარლამენტთან თანამშრომლობას ელის, რათა გააღრმავოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა და გააგრძელოს ქართველი ხალხისთვის ნათელი მომავლის შექმნა”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ნორლანდი ავრცელებს.