ახალი ამბები

წალენჯიხაში წიწვოვანი სახეობის ფიცარი სატვირთოს შენიღბულად გადაჰქონდა – სამინისტრო

12 აპრილი, 2018 • 1867
წალენჯიხაში წიწვოვანი სახეობის ფიცარი სატვირთოს შენიღბულად გადაჰქონდა – სამინისტრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გამოავლინეს პირველადი გადამუშავების პროდუქტის, ფიცრის უკანონო და შენიღბულად ტრანსპორტირების ფაქტი.

დეპარტამენტის ცნობით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, დაბა ჯვარში გაჩერებული სატვირთო ავტომანქანის ძარის ქვედა ნაწილში არსებულ ე.წ. სამალავში 1,4 მ3 წიწვოვანი სახეობის ფიცარი იყო განთავსებული. მათივე განცხადებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებს მძღოლმა ვერ წარუდგინა დოკუმენტაცია.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ავტომანქანა და პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი დაილუქა, ხოლო მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის სამართალდამცავ უწყებაში გაიგზავნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი