“საათს რაც შეეხება, ეს არის შეუფასებელი, რამეთუ პატრიარქის საჩუქარია და განსაკუთრებით ძვირფასია, მას ფასი არ აქვს, იმაზე მეტი ღირს ალბათ, რასაც აფასებენ ექსპერტებიც, შესაბამისად, ეს, როგორც წესია, არსებობს ასეთი წესი, და იმ წესითვე განთავსდება პატრიარქის მიერ პრემიერის საჩუქრებში. არსებობს ამის არქივი და იქვე იქნება”, – განაცხადა ივანიშვილმა “ნეტგაზეთის” შეკითხვის საპასუხოდ.
საათი პრემიერმა პატრიარქისგან საჩუქრად 13 სექტემბერს მიიღო, ეს არის ბრენდ “ULYSSE NARDIN”-ის საათი.