ახალი ამბები

მარგველაშვილი: მთავარი სიამაყე ვილნიუსის სამიტზე იქნება ჩატარებული არჩევნები

28 ოქტომბერი, 2013 •
მარგველაშვილი: მთავარი სიამაყე ვილნიუსის სამიტზე იქნება ჩატარებული არჩევნები

“რა თქმა უნდა, ვილნიუსის შეხვედრა არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რადგან ეს არის ჩვენი ევროპული არჩევანის დაფიქსირება და ამის აღიარება ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მხრიდან.

 

ის, რაც მოხდება ვილნიუსში, ეს იქნება ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების პარაფირება და ეს არის მხოლოდ დასაწყისი, უაღრესად მნიშვნელოვანი დასაწყისი ჩვენთვის იმიტომ, რომ რეალურად აქ ეყრება ინსტიტუციური საფუძველი საქართველოს, როგორც ევროპული ოჯახის წევრის სტატუსის განმტკიცებას.

 

მაგრამ თქვენ იცით, რომ ვილნიუსის შემდეგ არის მთელი პერიოდი, ეს არის ერთწლიანი პერიოდი, როდესაც ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, საშინაო დავალება არის გასაკეთებელი. ჩვენ იმედი გავქვს, რომ ერთ წელიწადში, უკვე სადღაც შემოდგომისთვის, გვექნება ხელმოწერა. ეს არის ძალიან სწრაფი გზა ამ პროცესისათვის, ჩვეულებრივ ამ გზას ორი წელი სჭირდება ხოლმე.

ვილნიუსში ჩვენ, რა თქმა უნდა, მივდივართ პირველ რიგში ამ ევროპული ტიპის არჩევნებით, ასევე ვილნიუსში იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ ორმხრივი ურთიერთობის ფორმატები განმტკიცდეს, გაღრმავდეს ევროპის ქვეყნებთან”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი