ახალი ამბები

ივანიშვილი: იმედია, მიღებული მაღალი პროცენტი ნაცმოძრაობას კოსნტრუქციულს გახდის

28 ოქტომბერი, 2013 •
ივანიშვილი: იმედია, მიღებული მაღალი პროცენტი ნაცმოძრაობას კოსნტრუქციულს გახდის

 როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ნაცმოძრაობამ საკუთარი მხარდამჭერების მობილიზება სრულად მოახერხა, “ქართული ოცნების” მხარდამჭერების ნაწილი კი არჩევნებზე არ მივიდა, სწორედ ამიტომ მიიღო დავით ბაქრაძემ 21%–ზე მეტი და არა უფრო ნაკლები, როგორც ამას ელოდებოდა.

 

“თუმცა შიდა პოლიტიკურ გავლენას ეს ვერ შეცვლის. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები იგივენი არიან და იმედი მაქვს, რომ ეს მაღალი პროცენტი მათ პასუხისმგებლობასაც გაუზრდით და კონსტრუქციულები იქნებიან”, – განაცხადა პრემიერმა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი