ახალი ამბები

ივანიშვილი: პრემიერობის კანდიდატს შაბათს დავასახელებ

28 ოქტომბერი, 2013 •
ივანიშვილი: პრემიერობის კანდიდატს შაბათს დავასახელებ

“პრემიერზე პატარა ცდომილება დავუშვი, როდესაც ვთქვი, რომ პრემიერს ორშაბათ–სამშაბათს დავასახელებდი. გამოვიდა ისე, რომ პარლამენტი ქუთაისში არის წასული. თუ არ შევუთანხმე საბჭოს, უხერხული იქნება, რომ ჟურნალისტებით დავიწყო. პარასკევ საღამოს ჩამოდიან მხოლოდ. მე განცხადებები გავაკეთე და ასეც ვიყავი მომართული. მაგრამ რამდენადაც საბჭო ქუთაისშია და პარასკევ საღამოს მოვახერხებ მე საბჭპოსთან განხილვას და შეთანხმებას.”

 

ბიძინა ივანიშვილი არ გამორიცხავს, რომ კოალიციის საბჭომ პრემიერ–მინისტრობის სხვა კანდიდატი შესთავაზოს: “თუმცა ამისი ალბათობა არის ძალიან დაბალი. რამეთუ სასწაულს ვერავინ ვერ მოვიფიქრებდოთ. გათვლილი კანდიდატი გვყავს დასახელებული. პარასკევს დიდი ალბათობით შევთანხმდებით საბჭოსთან. შაბათს, 2–3 საათზე გვექნება შეხვედრა უმრავლესობასთან. უმრავლესოვასთან შეხვედრის შემდეგ გავმართავთ ბრიფინგს და წარმოგიდგენთ პრემიერობის კანდიდატს. ეს კანდიდატი იქნება თქვენთვის მისაღები. იქნება ძალიან ეფექტური კაცი და ყველა თვისება ექნება მასაც,  რომ წარმატებული პრემიერი იყოს. რამდენად გავლენა ექნება და როგორი გავლენა ექნება, დანარჩენს დრო აჩვენებს.”     

მასალების გადაბეჭდვის წესი