ახალი ამბები

IRI: ამ არჩევნებით მნიშვნელოვანი საფეხური გადაიდგა საქართველოს დემოკრატიისთვის

28 ოქტომბერი, 2013 •
IRI: ამ არჩევნებით მნიშვნელოვანი საფეხური გადაიდგა საქართველოს დემოკრატიისთვის

დღეს, 28 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, დელეგაციის წარმომადგენელმა რიჩარდ უილიამსონმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა შეშფოთება ხელისუფლების მხრიდან სახელმწიფო ტელევიზიის გამოყენებასა და წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური ნიშნით დაკავებებთან დაკავშირებით, წინასაარჩევნო პერიოდი იყო მშვიდი და ცესკოში შეტანილი საჩივრების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირებული. 


“კარგად მომზადებულმა საარჩევნო კომისიის წევრებმა იცოდნენ ხმის მიცემისა და ხმების დათვლის ზუსტი პროცედურები. ხმის მიცემის პროცედურა იყო კარგად ორგანიზებული და ეფექტური. ვულოცავთ საქართველოს ამ დღეს, ქართველებმა უნდა იამაყონ, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდა,”- განაცხადა უილიამსონმა.

 

როგორც IRI-ს განცხადებაშია ნათქვამი, “იყო სანდო ინფორმაცია, რომ რამდენიმე ადგილას წარმოიშვა ტექნიკური სირთულეები. ჩვენ გვჯერა, რომ დაუყოვნებლივ და გამჭვირვალედ განხორციელდება შესაბამისი პროცედურები, რათა გამოიკვლიონ და განიხილონ საჩივრები.


საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტური აღიარებს, რომ არჩევნები არის პროცესი, რომელიც მოიცავს ამომრჩევლებისა და კანდიდატების რეგისტრაციის პროცესს, საარჩევნო კამპანიას, არჩევნების დღეს ხმების დათვლას, საჩივრების განხილვასა და არჩევნების შედეგების მიღებას, საქართველოს დემოკრატიული განვითარების გაგრძელებისთვის აუცილებელია, რომ ყველა კონკურენტმა მხარემ აღიაროს და პატივი სცეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ საბოლოო შედეგებს.” 

 

IRI -ს დაკმვირვებლები საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებზე 125-ე ზე მეტ საარჩევნო უბანს აკვირდებოდნენ. წინასაარჩევნო კამპანიას აკვირდებოდნენ ორგანიზაციის საქართველოს ოფისის თანამშრომლები. 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი