როგორც ივანიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს მონაცემი სწორედ იმას მოწმობს, რომ საზოაგდოებას დაბალი პოლიტიკური კულტურა და გამოცდილება აქვს.
“21% ჩემთვისაც კი სიურპირი იყო, მეც კი არ ველოდი უარეს შემთხვევაშიც კი… არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, არავის ვაკნინებ, მაგრამ პოლიტიკური გამოცდილება გვაკლია. მე ჩვენი მთავრობის ვერც ერთი შეცდომა, ვერც ერთი გადაცდომა ვერ მაჩვენა ვერავინ, ვერც ექსპერტებთან და ვერც ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, მაგრამ ნახეთ, არ მოვიდა ჩვენი ამომრჩეველი”, – განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ მეორე ტურზე უარის თქმის შესახებ მის მიერ გაკეთებული განცხადებები სწორედ იმ მიზანს ემსახურებოდა, რომ როგორმე საზოგადოების დამოკიდებულება შეცვლილიყო და პასუხისმგებლობა გაზრდილიყო.
“გაოგნებულია ხალხი, რომ 21 პროცენტი მიიღო ნაცმოძრაობამ, თუმცა არ იფიქროთ, რომ რამე სასწაული მოხდა. ეს შეიძლება კრგიც იყოს, რათა ჩავიხედოთ ჩვენს თავში და გავაცნობიეროთ ვითარება”.
მისივე თქმით, ნაცმოძრაობის წარმომადგენლები და მხარდამჭერები საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები არიან.
“ისინი ისევე უნდა გვიყვარდეს, მაგრამ გაუგებარი მხარდაჭერა ხშირად გაუგებარობაში ყოფნას ახალისებს”, – განაცხადა ივანიშვილმა.