ახალი ამბები

ქუთაისში მარგველაშვილმა 55% მიიღო, ბაქრაძემ – 26%

28 ოქტომბერი, 2013 • • 1234
ქუთაისში მარგველაშვილმა 55% მიიღო, ბაქრაძემ – 26%

59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ქუთაისში 63 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც საერთო რაოდენობის 39,91 პროცენტია.


“ფაქტობრივად, ყველა მონაცემი უკვე შეყვანილია ელექტრონულ სისტემაში, ყველა ოქმი ატვირთულია ცესკოს ვებ-გვერდზე. სულ 9 საჩივარია და დღეს საღამოს განვიხილავთ,” – აღნიშნა ოსეფაიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი