“სააკაშვილის ეპოქის დასასრული” – წერს გამოცემა ვესტი.რუ.
“27 ოქტომბერს საქართველოში პირველად რევოლუციის გარეშე საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. ანტისააკაშვილისეული რევოლუცია, თითქმის ერთი წლის წინ მოხდა- საპარლამენტო არჩევნებზე. ამის შემდეგ სააკაშვილის მიმართ პრეტენზიები ახალი ხელისუფლების მხრიდან სულ უფრო იზრდებოდა. ამჟამად ხელშეუხებლობა მის მიმართ აღარ იქნება. სამართალდამცავები საბოლოოდ შეძლებენ დაუსვან კითხვები, როგორც თავად სააკაშვილი ამბობდა საკუთარ თავზე, “ცხელსა და მებრძოლს.” სააკაშვილის მიმართ ბევრი ეჭვი დაგროვდა. ერთ- ერთი მათგანი – ყოფილი პრემიერ-მინისტრის გასაიდუმლოებული სიკვდილია,”- წერს გამოცემა.
სახელწოდებით “საოცნებო კანდიდატი” სტატიას აქვეყნებს გამოცემა გაზეტა.რუ. სტატიაში წერია, რომ “არჩევნების პროცესი უჩვეულოდ მშვიდად ჩატარდა, ექსცესების გარეშე, თუმცა ამომრჩეველთა აქტივობა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით დაბალი იყო.”
“სააკაშვილი თამაშიდან გადის” – ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა www.mk.ru.
“ამ არჩევნებმა მიხეილ სააკაშვილის 10-წლიანი ეპოქა უნდა დაასრულოს და გზა გახსნას რაღაც ახლისთვის. როგორი იქნება ის, ჯერ გაურკვეველია. ნათელია ერთი: წარსული საბოლოოდ მიდის.”
“საქართველომ თავისი მეოთხე პრეზიდენტი აირჩია. მარგველაშვილი იმდენად იყო დარწმუნებული საკუთარ გამარჯვებაში პირველსავე ტურში, რომ არჩევნებამდე, მეორე ტურის შემთხვევაში, მონაწილეობისგან უარიც თქვა,” – წერს რია-ნოვოსტი.