ახალი ამბებისამართალი

საკუთარ მშობლებზე ძალადობასა და მუქარაში ბრალდებულს 1 წლით პატიმრობა მიესაჯა

11 აპრილი, 2018 • 1588
საკუთარ მშობლებზე ძალადობასა და მუქარაში ბრალდებულს 1 წლით პატიმრობა მიესაჯა

დღეს, 11 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ოჯახის წევრის მიმართ ძალადობასა და მუქარაში ბრალდებული მ.ჯ. დამნაშავედ ცნო და ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

სასამართლოს განცხადებით, წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 30 იანვარს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მ.ჯ. მშობლებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, ხოლო მამამისს სახეში ხელი დაარტყა, რითაც დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა.

სამართალდამცველებმა მ.ჯ. 2018 წლის 1 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.

მასალების გადაბეჭდვის წესი