როგორც ცესკოს სპიკერმა, ეკა აზარაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ჯერჯერობით გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს, რომელსაც მოცემული პერიოდისთვის ამომრჩევლების საერთო რაოდენობის 63,34 პროცენტი უჭერს მხარს, დავით ბაქრაძეს – 21,15%, ნინო ბურჯანაძეს – 9,66%, შალვა ნათელაშვილს – 2,82%, გიორგი თარგამაძეს – 1%, ხოლო სხვა კანდიდატებს- უფრო ნაკლები.
ცესკოში ჟურნალისტებისთვის გახსნილმა მედიაცენტრმა მუშაობა დაასრულა. საარჩევნო ადმინისტრაციაში 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით მომდევნო ბრიფინგი 10:00 საათზე გაიმართება.





