ახალი ამბები

ბაქრაძეს ყველაზე მეტი ამომრჩეველი ზუგდიდში ჰყავს, ბურჯანაძეს წალკაში, მარგველაშვილს საჩხერეში

28 ოქტომბერი, 2013
ბაქრაძეს ყველაზე მეტი ამომრჩეველი ზუგდიდში ჰყავს, ბურჯანაძეს წალკაში, მარგველაშვილს საჩხერეში

ყველა საარჩევნო ოლქში, რომლის მონაცემები ცესკომ უკვე დათვალა, მარგველაშვილი ლიდერობს.

 

დავით ბაქრაძეს ამ დროისთვის საუკეთესო პირადი შედეგი აქვს: ხონში – 32%, წყალტუბოში – 35%, სენაკში – 33%, ზუგდიდში – 41%, დმანისში -41% და საზღვარგარეთ -40%. ამ თვალსაზრისით ნინო ბურჯანაძისთვის წალკაა გამორჩეული, სადაც მას ჯერჯერობით 27 პროცენტი აქვს, ყაზბეგში – 22%, ქარელში- 24 პროცენტი, ხოლო ხულოში- 18 პროცენტი. გიორგი მარგველაშვილი ყველა ოლქში ლიდერობს, თუმცა საუკეთესო შედეგს ჯერჯერობით საჩხერეში აფიქსირებს – 94,92%

მასალების გადაბეჭდვის წესი