ახალი ამბები

მარგველაშვილი: პატრიარქთან საქართველოს მომავალზე ვისაუბრე

27 ოქტომბერი, 2013 •
მარგველაშვილი: პატრიარქთან საქართველოს მომავალზე ვისაუბრე

“ჩემი ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტში ყოველთვის მქონდა პატრიარქთან ურთიერთობის შესაძლებლობა. გამარჯვებაც არის რთული მომენტი, რადგან ეს არის დიდი პასუხიმგებლობა. შევხვდი პატრიარქს და საქართველოოს მომავალზე ვიუსაუბრეთ”, – განუცხადა მარგველაშვილმა ჟურნალისტებს საოპატრიარქოდან გამოსვლისას. 

 

მარგველაშვილის განცხადებით, ის არჩევნებზე მიღებულ პროცენტებს ჯერ ვერ შეაჯამებს: 

“პროცენტებზე ამ ეტაპზე არ ვსაუბრობ, ვიცი, რომ მეორე ტური არ იქნება. ჩვენ ვართ გამარჯვებული პირველ ტურში. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველომ შექმნა პრეცედენტი ევროპული საარჩევნო კამპანიის და ევროპული არჩევნების. ვულოცავ მთელ ქვეყანას ამას.” 

 

ტელეკომპოანია “იმედის” დაკვეთით ჩატარებული ეგზითპოლის პირველადი შედეგების მიხედვით, “ქართული ოცნების” კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების  68% მიიღო. ხოლო “რუსთავი 2”-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლით – 66.7%.

მასალების გადაბეჭდვის წესი