ახალი ამბები

მრავალეროვანი საქართველო: კომისიის მიერ ბიულეტენების ჩაყრის 10-მდე ფაქტი დაფიქსირდა

27 ოქტომბერი, 2013 •
მრავალეროვანი საქართველო: კომისიის მიერ ბიულეტენების ჩაყრის 10-მდე ფაქტი დაფიქსირდა

ორგანიზაციის წარმომადგენელმა ალექსანდრა კალატოზიშვილმა დღის ბოლოს, სხვა დარღვევებთან ერთად, ხაზი გაუსვა მარნეულის #22  საარჩევნო ოლქის #57 საარჩევნო უბანზე დაფიქსირებულ ხარვეზს, რომლის თანახმადაც კომისიის წევრების მიერ ბიულეტენების ჩაყრის 10-მდე ფაქტი დაფიქსირდა. 

 

აღნიშნულ შემთხვევაზე დაწერილია საჩივარი. კალატოზიშვილი არ გამორიცხავს, რომ ამ უბანზე შესაძლოა არჩევნების შედეგები გაუქმდეს:

 

“ამავე საარჩევნო ოლქის ამავე უბანზე “მრავალეროვანი საქართველოს” დამკვირვებელმა  არაუფლებამოსილი პირები დააფიქსირა;ამავე საარჩევნო ოლქის ამავე უბანზე დაფიქსირებულია დამკვირვებელზე ზეწოლის და მუქარის ფაქტები, კერძოდ,#22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #57 საარჩევნო უბანზე დაფიქსირებულ დარღვევებზე მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებელმა საუბნო საარჩევნო კომისიას წარუდგინა საჩივარი, რომელიც არ იქნა დარეგისტრირებული. შემდეგ ეტაპზე აღნიშნული საჩივარი წარედგინა საოლქო კომისიას”.

 

ორგანიზაციის დამკვირვებელთა მიერ საუბნო საარჩევნო კომისიების მიმართ წარდგენილია 18 საჩივარი. აქედან დაარეგისტრირეს 15 საჩივარი. დაკმაყოფილდა 6 საჩივარი.  არ დაკმაყოფილდა 5 და  გადაწყვეტილების მიღებას  ორგანიზაცია 7 საჩივართან დაკავშირებით ელოდება.  

მასალების გადაბეჭდვის წესი