ახალი ამბები

ავღანეთში გახსნილი ერთ–ერთი საარჩევნო უბანი ბაქრაძემ მოიგო

27 ოქტომბერი, 2013 •
ავღანეთში გახსნილი ერთ–ერთი საარჩევნო უბანი ბაქრაძემ მოიგო

 უკვე დაამტკცეს “ერედვის” საარჩევნო უბანზე ჩატარებული კენჭისყრის ოქმი, რომლის მიხედვითაც, დავით ბაქრაძემ გაიმარჯვა: მან 318 ხმა მიიღო, ხოლო გიორგი მარგველაშვილმა – 285. მესამე ადგილზე შალვა ნათელაშვილია – 25 ხმით, ხოლო ნინო ბურჯანაძემ 14 ხმა მიიღო. კობა დავითაშვილმა ამ უბანზე ვერც ერთი ხმა ვერ მიიღო, სერგო ჯავახაძემ – 2 ხმა, აკაკი ასათიანმა – 2 ხმა, ნინო ჭანიშვილმა – 5 ხმა, თეიმურაზ ბობოხიძემ – 2 ხმა, გიორგი თარგამაძემ – 9 ხმა, ლევან ჩაჩუამ – 2 ხმა, ნესტან კირთაძემ – 2 ხმა, ხიოლო თამაზ ბიბილურმა – 3 ხმა.

 

დათვლის პროცესშია ავღანეთში მყოფი ქართველი ჯარისკაცების ბაზაზე გახსნილი მეორე უბნის, ლეზერნიკის მონაცემები.

 

სულ არჩევნებში ამ უბანზე მონაწილეობა 696–მა ამომრჩეველმა მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი