ახალი ამბები

უგულავა: იმედი მაქვს, მარგველაშვილი არ გააგრძელებს თბილისის იგნორირების ტრადიციას

27 ოქტომბერი, 2013 •
უგულავა: იმედი მაქვს, მარგველაშვილი არ გააგრძელებს თბილისის იგნორირების ტრადიციას

“მე პატივს ვცემ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების არჩევანს და მიუხედავად იმისა, რომ ეს ციფრებით დადასტურებული არ არის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, მინდა მივულოცო გამარჯვება გიორგი მარგველაშვილს და გულწრფელად ვუსურვო, რომ თავი გაართვას იმ საქმეს, რაც დაეკისრა.

 

როგორც თბილისის მერმა, მინდა იმედი გამოვთქვა, რომ გიორგი მარგველაშვილი, რომელიც ასევე თბილისელია, არ გააგრძელებს თბილისის იგნორირების ტრადიციას. იმედი მაქვს, თბილისელებს ეყოლებათ მოკავშირე პრეზიდენტი და არა ოპონენტი.

 

მიუხედავად ერთწლიანი აღვირახსნილი ეპოპეისა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიმართ, პარტია არათუ არსებბოს, არამედ წარმოადგენს მთავარ ოპოზიციურ ძალას. ნაციონალურმა მოძრაობამ შექმნა ოპოზიცის ახალი სტანდარტი, რომლის ქვევითაც არც ერთი ოპოზიციური ძალა არ უნდა ჩავიდეს”, – განაცხადა გიგი უგულავამ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში.

მასალების გადაბეჭდვის წესი