“კარალეთის 48-ე უბანზე შეგვატყობინეს, რომ დაუდგენელმა პირები ცდილობდნენ კენჭისყრის შენობაში შეჭრას და მათ მოახერხეს ფანჯრების ჩამტვრევაც. ამ ეტაპისთვის ჩვენი დამკვირვებელი გორის ოქლიდან მივიდა ადგილზე, პოლიცია უკვე მისული იყო და იკვლევენ საკითხს”- განაცხადა კოჟორიძემ.

 

მისისვე თქმით, საიასთვის უცნობია, როდის ცდილობდნენ შეჭრას დაუდგენელი პირები- უბნის დახურვამდე, თუ მის შემდეგ. ასევე, ჯერჯერობით უცნობია შეჭრის მოტივი. 

 

 

27 ოქტომბრის არჩევნებზე საიამ 30 საჩივარი დაწერა და 47 შენიშვნა დააფიქსირა. კოჟორიძის განცხადებით, გამოვლენილი დარღვევები არ არის სისტემური და იგი არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *