ახალი ამბები

დავით ბაქრაძემ გიორგი მარგველაშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა[VIDEO]

27 ოქტომბერი, 2013 •
დავით ბაქრაძემ გიორგი მარგველაშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა[VIDEO]

როგორც დავით ბაქრაძემ ნაციონალური მოძრაობის შტაბში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ეგზიტპოლების შედეგები შესაძლოა შეიცვალოს, თუმცა არა მნიშვნელოვნად, ამიტომ საერთო სურათი უკვე გამოკვეთილია:

 

“დღევანდელმა შედეგებმა აჩვენა, რომ ჩვენ ვრჩებით მთავარ ოპოზიციურ ძალად, რადგან ყოველმა მეოთხე ადამიანმა ხმა მისცა “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” და ხმა მომცა მე, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო ყველა მათგანს. მინდა მივულოცო გამარჯვება ქართველ ხალხს, მათ გააკეთეს საკუთარი არჩევანი. მინდა მივულოცო ბატონ გიორგი მარგველაშვილს, რადგან მან დაიმსახურა ამ ხალხის ნდობა და ვუსურვო, რომ ეს ნდობა გაამართლოს”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი