ლეიბორისტული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა მიიღო 2.2%, ხოლო ქრისტიან-დემოკრატების კანდიდატმა გიორგი თარგამაძემ – 1%.
იმედის ცნობით, ცდომილება 2-3 %-ია.
ტელეკომპანია “იმედის” დაკვეთით ეგზითპოლი ACT ჯგუფმა ჩაატარა. ACT საქართველოს მასშტაბით კვლევა 120 უბანზე ჩაატარა. გამოკითხვა, “იმედის” ცნობით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით განხორციელდა და ცდომილების ფარგლები მინიმალურია.
ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი ACT 2002 წელს საქართველოში დაარსებული კომპანიაა. ეს ორგანიზაცია ატარებდა საველე სამუშაოებს GREENBERG QUINLAN ROSNER RESEARCH-ის მიერ ჩატარებული ეგზითპოლის დროს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემები ჯერჯერობით ცნობილი არ არის. საარჩევნო უბნები 20.00 საათზე დაიხურა.
2013 წლის 27 ოქტომბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მეექვსედ ჩატარდა. წლევანდელ არჩევნებში 23 კანდიდატი მონაწილეობდა.