ახალი ამბები

17:00 საათის მონაცემებით, 39%–იანი აქტივობა ფიქსირდება

27 ოქტომბერი, 2013 •
17:00 საათის მონაცემებით, 39%–იანი აქტივობა ფიქსირდება

ცესკოს სპიკერის, ეკა აზარაშვილის განცხადებით, ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ რაჭა–ლეჩხუმში, გურიაში, სამცხე–ჯავახეთსა და მცხეთა–მთიანეთში ფიქსირდება.

 

აქტივობის ეს მაჩვენებელი 14 პროცენტით დაბალია 2012 წლის 1 ოქტომბრის მონაცემთან შედარებით. შარშან 17:00 საათისთვის არჩევანი უკვე 53%–ს ჰქონდა გაკეთებული.

 

ცესკოს ინფორმაციით, მნიშვნელოვანი დარღვევები არ ფიქსირდბა.

 

“არის მხოლოდ პროცედურული წესების დარღვევები და  მათი უმეტესობა ადგილზევე აღმოიფხვრა”, – განაცხადა ცესკოს სპიკერმა დღეს, 27 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი