მიუხედავად ამისა, საარჩევნო პროცესს დარღვევების გარეშე არ ჩაუვლია. დარღვევებს შორის იყო უბნის არასათანადო მოწყობის ორი შემთხვევა: მარნეული- #83, ნინოწმინდა- #25., წილისყრის ჩატარების წესის დარღვევის 1 შემთხვევა- ნინოწმინდის #4 უბანზე. საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის დროულად არდაშვების 3 შემთხვევა ნინოწმინდის #25 უბანზე, ბოლნისის #3 უბანზე და ახალქალაქის #55 უბანზე. კენჭისყრის პროცედურა უბნის მოუმზადებლობის გამო დაიწყო დაგვიანებით ორ უბანზე – ახალქალაქი -#24 და მარნეული -#25. პროცედურული დარღვევა დაფიქსირდა მარნეულის #55 უბანზე: “მრავალეროვანი საქართველოს” დამკვირვებლის ინფორმაციით, წილისყრის შედეგად ყუთის გადამტანი კომისიის მხოლოდ 1 წევრი გამოვლინდა, ორის ნაცვლად, თუმცა წილსიყრა ხელახლა ჩატარდა და სიტუაცია გამოსწორდა.
“მრავალეროვანი საქართველო” არჩევნებს ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ადგილებში აკვირდება, კონკრეტულად- სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში. ორგანიზაციის, განცხადებით, ამ ეტაპზე არ დაფიქსირებულა არც ერთი შემთხვეა, როდესაც ამომრჩევლებმა ვერ შეძლეს ხმის მიცემა ენობრივი ბარიერის გამო.
მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებელთა მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დაფიქსირდა ბიულეტენის გაყალბების ერთი შემთხვევა:
” #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #42 საარჩევნო უბანზე ორგანიზაციის დამკვირვებელმა დააფიქსირა ორი ფაქტი, როცა რეგისტრატორმა ამომრჩეველს გადასცა უკვე შემოხაზული ბიულეტენი( შემოხაზული იყო 41 ნომერი). როგორც დამკვირვებელი ამბობს, არსებობს ამ ფაქტის ვიდეოჩანაწერიც. ამის შემდეგ კი უბანზე ვიდეოგადაღების საშუალება აკრძალეს. ამ ფაქტზე დარეგისტრირებულია ორი საჩივარი. მათგან ვიდეოგადაღებაზე წარდგენილი საჩივარი დაკმაყოფილებულია”.
ორგანიზაციის დამკვირვებელთა მიერ საუბნო საარჩევნო კომისიების მიმართ წარდგენილი 8 საჩივრიდან 4 დაკმაყოფილებულია. ამ დროისათვის “მრავალეროვანი საქართველოს” დამკვირვებლების 2 საჩივარია წარდგენილი საოლქო საარჩევნო კომისიაში.
