ახალი ამბები

დაბალი აქტივობა არჩევნების ლეგიტიმაციას საფრთხეს არ უქმნის

27 ოქტომბერი, 2013 •
დაბალი აქტივობა არჩევნების ლეგიტიმაციას საფრთხეს არ უქმნის

 

 

“საარჩევნო კანონმდებლობით არ არის დადგენილი ამომრჩევლეთა მონაწილეობის შესახებ აქტივობის ლიმიტი”, – აცხადებს ეკა აზარაშვილი. 

 

27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით ამომრჩევლების აქტივობა დაბალია. 15:00  საათის მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 133 753-მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდნეობის 32%–ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი 12 პროცენტით ნაკლებია 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების აქტივობის მონაცემთან შედარებით. შარშან გამართულ არჩევნებზე 15:00 საათისთვის 45%–იანი აქტივობა ფიქსირდებოდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი