“აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებისთანავე გაცნობებთ მის შედეგებს. ჯერჯერობით ვაზუსტებთ ინფორმაციას”, – განაცხადა აზარაშვილმა.
დმანისის ზემოხსენებული უბნის შესახებ დღეს ინფორმაცია დავით ბაქრაძის და ნინო ბურჯანაძის შტაბებმა გაავრცელეს. ბურჯანაძის პარტიის მტკიცებით, უბანზე დაფიქსირდა ზეწოლის ფაქტი: “კომისიის წევრი შედის ამომრჩეველთან ერთად კაბინაში და ესწრება უშუალოდ კენჭისყრას, სადაც ამომრჩეველს აიძულებენ, შემოხაზოს 41”. ბაქრაძის შტაბის ინფორმაციით, კი ამ უბანზე ე.წ. კარუსელის ფაქტი დაფიქსირდა.