ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“გამოსამშვიდობებლი სადღესასწაულო საღამო” სერჟ სარგსიანისთვის

10 აპრილი, 2018 •
“გამოსამშვიდობებლი სადღესასწაულო საღამო” სერჟ სარგსიანისთვის

სომხეთის გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა ერევანში, თავისუფლების მოედანზე სომხეთის უკვე ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის უფლებამოსილების ვადის ამოწურვა აღნიშნეს. აქციის მონაწილეებს სარგსიანის გამოსახულებიანი წითელი ბუშტები ჰქონდათ გამოტანილი, რომელიც აქციის დროს ჰაერში გაუშვეს, როგორც მისი ხელისუფლებიდან წასვლის სიმბოლო. სომხეთის პოლიციას მარშისთვის ხელი არ შეუშლია.

საპროტესტო აქცია ორგანიზებული იყო ოპოზიციური მოძრაობის “სომხეთისთვის” და “გადადგეს სერჟი” ინიციატივის მიერ. აქციის მთავრი მიზანი იყო, არ დაუშვან სერჟ სარგსიანის კანდიდატურა პრემიერ-მინსიტრის პოსტზე განსახილველად.

“ჩვენ ორგანიზება გავუწიეთ გამოსამშვიდობებელ და სადღესასწაულო საღამოს, სერჟ სარგსიანი სახლში რომ გავაცილოთ და ბოლო ათი წლის განმავლობაში დაგროვებული აპათიური განწყობები გავაქარწყლოთ”, – წერია აქციის ორგანიზატორთა განცხადებაში.

ამავე დღეს, 2018 წლის 9 აპრილს, სომხეთში დეპუტატების მიერ არჩეული პრეზიდენტის, არმენ სარგსიანის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა.

პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს პრეზიდენტობის ვადა 2018 წლის 9 აპრილს ამოეწურა. სომხეთის ახალი კონსტიტუციის შესაბამისად, პრემიერ-მინისტრი შვიდი დღის განმავლობაში უნდა აირჩიონ. ამ პოსტზე სერჟ სარგსიანი მოიაზრება. პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, კარენ კარაპეტიანმა განაცხადა რომ პრემიერის პოსტზე სერჟ სარგსიანის კანდიდატურის წარდგენას აპირებს. მისი დანიშვნის შემთხვევაში, სარგსიანი, ახალი კონსტიტუციის შესაბამისად, 2022 წლამდე მთავრობის მეთაური იქნება. საზოგადოება, მათ შორის პოლიტილოგები მიიჩნევენ, რომ კონსტიტუციის შეცვლა რეალურად იმის გამო მოხდა, რომ ქვეყნის მთავარ ხელმძღვანელად კვლავ სერჟ სარგსიანი დარჩეს. სწორედ ეს არის მომიტინგეთა შფოთვის ძირითადი მიზეზი.

მომიტინგეებმა პერმანენტული აქციები დაანონსეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი