ახალი ამბები

ცესკო: გელა მთივლიშვილისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ

27 ოქტომბერი, 2013 •
ცესკო: გელა მთივლიშვილისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ

 

“ყვარლის ოლქში, ჭიკაანის უბანში ადგილი ჰქონდა ჟურნალისტთან დაკავშირებულ ფაქტს. კონკრეტულად, გელა მთივლიშვილი იმყოფებოდა მე–14 უბანზე და იგი იღებდა სამაგიდო სიებს, რის შესახებაც კომისიის წევრბმა მას ჯერ უთხრეს, რომ არ გადაეღო სიები და შემდეგ დაეტოვებინა კომისიის შენობა. მას დაატოვებინეს კომისიის შენობა, თუმცა აჟიოტაჟს უკვე უბნის გარეთ ჰქონდა ადგილი. მან გამოიძახა სასწრაფო და პოლიცია, ხოლო შემდეგ იქ მიიყვანა სხვა ჟურნალისტებიც. ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, გელა მთივლიშვილზე არ ჰქონია ადგილი ფიზიკურ შეურაცხყოფას.

 

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი აცხადებს, რომ  ყვარლის მე-16 საარჩევნო ოლქის, ჭიკაანის მე-14  საარჩევნო უბანზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი