“მე თავისუფალი ადამიანი ვარ, მთელი ცხოვრება გადავაადგილდებოდი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ადგილზე დასმული ჩემი პრეზიდენტობის დროს არავის არ ვუნახივარ. როგორც დავდიოდი ყველგან, ისევე ვივლი ყველგან, ისევე ვივლი საქართველოში. ჩემი ადგილზე დაბმა ჯერ არავის არ გამოსვლია და ჩემი საქართველოსთან განშორებაც ასევე არავის არ გამოუვა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც დღეს დილიდან ანაკლიაში იმყოფებოდა, სადაც ჯერ ივარჯიშა და მერე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

 

მან საარჩევნო პროცესიც შეაფასა:

 

“როგორ მიმდინარეობს ფეხბურთის მატჩი: ორი გუნდი თამაშობს და შეხედავ, ნორმალურად მიმდინარეობს. მერე ერთი გუნდი ვიღაცას არ მოეწონება, გამოვა პისტოლეტით, მოკლავს მეორე გუნდის ფეხბურთელს, მაგალითად, ამ შემთხვევაში ვიღაცას ჩასვამს ციხეში, სიტყვაზე, აა, ეს არ გვინდა? – წამოდი, სხვა ჩავსვათ ციხეში… მოდი, გააგრძელეთ, გააგრძელეთ, ითამაშეთ,  და, აი, თამაში ნორმალურია, კაცო, ხომ თამაშობენ? – დაახლოებით ასე იყო ჩვენი საარჩევნო კამპანია. ახლა ფეხბურთის მატჩი დამთავრდება, მაგრამ იყო ნორმალური მატჩი? ერთი შეხედვით, ნორმალურია, გარდა იმისა, რომ ამდენი ფეხბურთელი იქ გდია, სადღაც, მოედნის იქით”.


მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტის პოსტის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ დატოვებს. ის ზედიზედ ორჯერ იქნა არჩეული საქართველოს პრეზიდენტად – 2004 და 2008 წელს.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *