“ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა რაჭა–ლეჩხუმში, აქ არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღო ამომრჩეველთა 29%–მა, ასევე გურიაში, სადაც აქტივობა 24.2%–ია”, – განაცხადა აზარაშვილმა.

 

მისივე თქმით, სერიოზული დარღვევები ამ დრომდე არ დაფიქსირებულა. იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მედიის წარმომადგენლებს და დამკვირვებლებს უბანზე შესვლისას დაბრკოლება შეექმნათ, თუმცა ინციდენტი მალევე აღმოიფხვრა.

 

ეკა აზარაშვილის თქმით, უმნიშვნელო დარღვევები დაფიქსირდა რამდენიმე უბანზე, მათ შორის კრწანისის #5–ე უბანზე, სადაც არაუფლებამოსილი პირები იმყოფებოდნენ და მათ უბნის დატოვება მოუხდათ.

 

შელაპარაკება მოხდა ახალციხეში, #35–ე უბანთან, თუმცა ინციდენტი მოხდა უბნის გარეთ და მალევე აღმოიფხვრა.

 

რაც შეეხება საზღვარგარეთ არსებულ მდგომარეობას, აზარაშვილი აცხადებს, რომ ყველაზე მეტი საარჩევნო უბანი საბერძნეთში, ათენშია გახსნილი, სადაც მოხდა მცირე ინციდენტი და რეგისტრაციიდან მოხსნილმა პირებმა პროტესტი გამოთქვეს, თუმცა, კანონის შესაბამისად, მათ ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდათ.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *