ახალი ამბები

არჩევნების დამკვირვებელი სამების ტაძრის დიაკონი (ფოტო)

27 ოქტომბერი, 2013 •
არჩევნების დამკვირვებელი სამების ტაძრის დიაკონი (ფოტო)

დიაკონი ელიზბარი
დიაკონი ელიზბარი

იგი ცესკოს მიერ ჟურნალისტებისთვის გახსნილ მედიაცენტრში იმყოფება და მიმდინარე მოვლენებს აკვირდება. როგორც სასულიერო პირი “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, იგი აპირებს დაამსხვრიოს სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ მოძღვარს ისეთ პროცესში მონაწილეობის უფლება არ აქვს, როგორიც არჩევნებზე დაკვირვებაა:

 

“მე არ ვემხრობი მოსაზრებას, რომ ეკლესია აუცილებლად უნდა იყოს დამოუკიდებელი. ეს კარგი სიტყვაა, მაგრამ ამ დამოუკდებლობაში ცალკე დგომას, განცალკევებით დგომას გულისხმობენ, ანუ არჩარევას საზოგადოებრივ საქმიანობაში. მე მაქვს ასეთი შეკითხვა ამ იდეის მხარდამჭერებთან: ჩემთვის მზე არ ამოდის თქვენს მსგავსად, ჩემთვის პური არ ძვირდება, ისევე, როგორც თქვენთვის? მე თუ უბანზე ხმა უნდა მივცე, ამაში მონაწილეობის უფლება რატომ მერთმევა? თუკი იგივე კანონმდებლობით მსჯი ან მახალისებ, რადგან მოქალაქე ვარ, მაშინ ამ ქვეყნის მოქალაქის მსგავსად თანაბარი უფლებებით ვსარგებლობ კანონის წინაშე. აქედან დასკვნა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დარად სხვა კონფესიებისა, ვალდებულია და უფრო მეტიც, ჩვენ დედაეკლესიად ვიწოდებით და დედა ვალდებულია შვილს მოუაროს ყველგან და ყოველთვის და ყურადღების ქვეშ ჰყავდეს. ამიტომ მე აქ ვარ და ვარ ერთ–ერთი კანდიდატის წარმომადგენელი”, – აცხადებს სასულიერო პირი.

 

მიხეილ–გელა სალუაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატია და მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას ითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი