ახალი ამბები

ამერიკის, ბრიტანეთის და ნიდერლანდების ელჩებმა #31-ე უბანი მოინახულეს

27 ოქტომბერი, 2013 •
ამერიკის, ბრიტანეთის და ნიდერლანდების ელჩებმა #31-ე უბანი მოინახულეს

ელჩები საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარეს მარინე მეტრეველს გაესაუბრნენ და ინფორმაცია მიიღეს არჩევნების მიმდინარეობის და ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ.

 

”უკვე ტრადიციად დამკვიდრდა რომ აშშ-ის, ნიდერლანდების და ბრიტანეთის ელჩები ერთად ვაკვირდებით არჩევნების პროცესს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციისთვის, ჩვენ მოვედით, რომ გავეცნოთ სიტუაციას. როგორც ჩანს, არჩევნები მიმდინარეობს მშვიდობიანად, გამჭვირვალედ და სამართლიანად”, – განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა

 

”ჩვენ ვაკვირდებით საარჩევნო პროცესს, ასევე ჩვენი საელჩოების წარმომადგენლები აკვირდებიან პროცესს მთელი საქართველოს მასშტაბით. როგორც ჩანს, ამ უბანზე ყველაფერი კარგად არის ორგანიზებული, თანამშრომლებმა იციან პროცედურების შესახებ. იმედია, სხვა უბნებზეც ასეთივე სიტუაციაა”, – განაცხადა ჰანს ჰორბახმა.

 

”როგორც გვითხრეს, ამ უბანზე ამომრჩეველთა აქტივობა საკმაოდ მაღალია, დამკვირვებლებს კი საშუალება აქვთ გამჭვირვალე გარემოში განახორციელონ მონიტორინგი. საქართელოს მასშტაბით ჩვენ 80-ზე მეტი დამკვირვებელი გვყავს, რაც საერთო სურათის მიღებაში გვეხმარება, იმედი გვაქვს, რომ არჩევნები ბოლომდე მშვიდობიანად წარიმართება”, – განაცხადა  ალექსანდრა პოლ ჰოლმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი