ახალი ამბები

104–ე საარჩევნო უბანზე 2 ამომრჩეველმა ხმა ვერ მისცა

27 ოქტომბერი, 2013 • • 1134
104–ე საარჩევნო უბანზე 2 ამომრჩეველმა ხმა ვერ მისცა

104–უბანზე ორმა ამომრჩევალმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღო. თამაზ ბესტავაშვილი და ცისანა კაპანაძე საარჩევნო სიაში არ აღმოჩდნენ. 

 

უბნის საარჩევნო კომისიის წევრებმა ამ პიროვნებების მომაცემები ელექტრონულ სიაში ვერ იპოვეს.

 

არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. უბანზე გაიტანეს მოძრავი საარჩევნო ყუთი, სადაც ხმა სამმა ადამიანმა მისცა.

 

უბანზე 893 ამომრჩეველი ფიქსირდება. საარჩევნო პროცესს აკვირდება არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატოული პრინციპებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კავშირი.

მასალების გადაბეჭდვის წესი