ახალი ამბები

საარჩევნო უბანთან “ქართული ოცნების” კოორდინატორები იმყოფებიან

27 ოქტომბერი, 2013 •
საარჩევნო უბანთან  “ქართული ოცნების” კოორდინატორები იმყოფებიან

არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს თბილისში, 41- და 23-ე საარჩევნო უბნებზე, რომლებიც ჩუბინაშვილის ქ. #42 მდებარე ალიოზ მიზანდარის სახელობის ხელოვნების სკოლაშია განთავსებული.

 

23-ე  უბანზე პირველი ამომრჩეველი 08.05 საათზე მივიდა, ხოლო 41-ე უბანზე –  08.02 საათზე.

 

ორივე უბანზე პროცედურები წესის დაცვით ჩაატარეს,  არც ერთ დამკვირვებელს შენიშვნები არ გამოუთქვამს.

შენობის შესასველელში, სადაც საარჩევნო უბნებია  განთავსებული, “ქართული ოცნების” ორი კოორდინატორი იმყოფება. მათ “ნეტგაზეთს” განუცხადეს,  რომ ისინი აგიტაციას არ ეწევიან და მხოლოდ ამომრჩევლის აქტივობას ამოწმებენ.  ამ საარჩევნო უბნებთან სხვა პარტიების კოორდინატორები არ იმყოფებიან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში 2010 და 2012 წელს გამართულ არჩევნებზე მაშინდელი მმართველი პარტიის, ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორები იმყოფებოდნენ საარჩევნო უბნების წინ, მათ თან ჰქონდათ ამომრჩევლების სიები და ამოწმებდნენ მისულ ამომრჩევლებს.

დღეს, 2013 წლის 27 ოქტომბერს, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი