“ჩახალიანის ციხიდან გამოშვება, რომელმაც დაარბია ქართული უნივერსიტეტი, დაარბია საქართველოს ეპარქია, მუდმივად აწყობდა პროვოკაციებს რუსეთის სამხედრო დაზვერვის დაკვეთით, ისევე, როგორც გამოშვება რუსი ჯაშუშების, რომლებიც გვინდოდა გაგვეცვალა ქართველ მძევლებზე, რომლებიც იყვნენ დაკავებული და პრაქტიკულად ყველაფერი იყო მოლაპარაკებული, ახალმა მთავრობამ ყოველგვარი შეთანხმების გარეშე გააკეთა.
არა მხოლოდ გამოუშვეს ჩახალიანი, არამედ ჩვენი მთავრობის მაღალჩინოსნები რეგულარულად ხვდებიან მას. ჩახალიანის ძმა, რომელიც ცოტა ხნის წინ დააკავეს ბანდიტიზმისთვის, მთავრობის მითითებით გაშვებულია ციხიდან, მაშინ, როდესაც ბევრი სხვა ადამიანი ბევრად ნაკლები ბრალდებით ტყუილად ჰყავთ დაკავებული. დღეს ეს ადამიანი ჩემი შეხვედრის ასარევად მოვიდა სამთავრობო აქტივისტებთან ერთად. მე მინდა ამაზე ყველაფერზე დავფიქრდეთ და პირველ რიგში მოვთხოვო დაფიქრდეს საქართველოს მთავრობა, რას ნიშნავს ასეთ ელემენტებთან თამაში, ამათი გაჯეჯილება და მათთვის თავისუფლების მიცემა”, – განაცხადა სააკაშვილმა.