“ინფორმაცია მომაწოდეს, რომ შევიდნენ დევნილები და მეორე და მესამე სართულზე არიან განთავსებულები, პირელ სართულზეა ორი საარჩევნო უბანი. პოლიციაც არის ადგილზე, არიან ჩვენი თანამშრომლებიც და არკვევენ სიტუაციას. ჯერჯერობით არ გვაქვს ინფორმაცია, დაზიანდა თუ არა რაიმე”, – აცხადებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი ეკა აზირაშვილი.
ადგილზე იმყოფება ორგანიზაცია “ადამიანი, კანონი და თავისუფლება”–ს ხელმძღვანელი გიორგი ჭულუხაძე, რომელმაც “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ შენობაში ჩაიმსხვრა მინები და დაზიანდა ინვენტარი:
“მე ამ წუთში სკოლის შენობაში ვიმყოფები, აქ შემოიჭრნენ სოციალურად დაუცველები, დევნილებიც არიან, თუ არ ვცდები. ჩამსხვრეულია შუშები, ისინი ითხოვენ ამ შენობაში დარჩენას, თუმცა არ გვპასუხობენ, რატომ შეიჭრნენ შენობაში მაინცდამაინც დღეს. არის არეულობა. ერთი ქალბატონი ცუდად გახდა, მოსულია პოლიცია”, – აცხადებს ჭულუხაძე.