“ჩვენი ეკლესიების დაბრუნებაზე რომ უარს ამბობთ, შეიძლება, რომ დემოკრატიულმა ქვეყანამ ეს გააკეთოს? დემოკრატიულ ქვეყანაში სომხური ეკლესია 20 წელია აფეთქებული დგას. სომხური ეკლესია იყო იქ, თქვენ რომ ასფალტი გააკეთეთ, არ შეიძლებოდა, სამი კილომეტრით იქით რომ გაგეკეთებინათ და სომხური სასაფლაო არ დაგენგრიათ? სომხური ლიტერატურა ვის რას უშლის? სკოლაში არ ისწავლება სომხური, ვის უშლიდა, თუ ჩვენი შვილები სომხურ ენას ისწავლიდნენ? კი, ბატონო, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ქართული ენა”, – განაცხადა ჩახალიანმა, რაზეც პრეზიდენტმა უპასუხა:
“ჩახალიანმა სააკაშვილი უნდა გაასამართლოს? შენ, კრიმინალმა, ციხიდან გამოსულმა, შენისთანა კრიმინალმა უნდა გამასამართლოს მე? მომისმინეთ ყველამ კარგად, ვისაც ქართული გესმით და თუ არადა, გადმოგითარგმნიან. მე აქ მოვედი და ყველა მოქალაქეს მოვუსმენ, მაგრამ მე არ ვაპირებ, რომ თქვენისთანა ადამიანებმა მე მიკითხონ მორალი. რა გავაკეთე ახალქალაქში, მე გეტყვით ახლა. მე გავაკეთე ახალქალაქში ის, რომ სეპარატისტებს თქვენისთანას გამოვაცალე საფუძველი ამ რეგიონში, ჩემი მმართველობის დროს გაკეთდა ის გზა, რომლითაც თქვენ დადიხართ თბილისში, ამ რეგიონში აშენდა უზარმაზარი რკინიგზა, ამ რეგიონში შემოვიდა სასოფლო–სამეურნეო ტექნიკა, ამ რეგიონში შემოვიდა გაზი, სინათლე, რომელიც თქვენ არაფერი არ გქონდათ. გავიდა რუსული ბაზა და შენისთანა სეპარატისტები, რომლებიც აპირებენ საქართველოს დაქუცმაცებას, გოშიები, მე ვერ წამიკითხავენ მორალს. ციხეში იჯექი ექვსი მუხლით და ძალიან მიქარა იმან, ვინც შენ ციხიდან გამოგიშვა. არ ვაპირებ, რომ შენისთანა ხალხმა, კრიმინალებმა მიკითხონ მე მორალი”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტის სიტყვას მოჰყვა შეძახილები -“მიშა წადი”, ” მიშა წადი თურქეთში”, სააკაშვილმა შეკრებილებს ლაჩარი სეპარატისტები უწოდა.





