აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ბურჯანაძის პარტიას ზემოხსენებული თანხა სულ 150–მა ადამიანმა შესწირა. ყველაზე მსხვილი შემომწირველები არიან: ჯონდო კაპანაძე (35 000 ლარი), ნუგზარ კაპანაძე (50 000 ლარი), ყოფილი პოლიტპატიმარი ივა ჩიღვინაძე, რომელიც ამჟამად კაზინო “აჭარასთან” ფინანსურ დავას აწარმოებს (59 970 ლარი), ასევე საფეხბურთო კლუბ “ჰერეთის” პრეზიდენტი ისაკო ცქიფურაშვილი (45 000 ლარი), რომელიც ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრია და 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ამ პარტიის საარჩევნო სიაშიც ფიგურირებდა.
30 სექტემბრიდან – 15 სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდში ბურჯანაძის პარტიას სულ 411 309 ლარი შესწირეს, 1 სექტემბრიდან – 30 სექტემბრამდე პერიოდში – 513 335.