სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ გურამ ოდიშარიამ 2013 წელს 4 თვის განმავლობაში 3 ათასი ლარი შესწირა “ქართულ ოცნებას.” იგი ერთადერთი მინისტრია, რომელიც პოლიტიკურ გაერთიანებას რეგულარულად ურიცხავს ფულს.

 

გურამ ოდიშარია
გურამ ოდიშარია

გურამ ოდიშარიამ 2013 წლის ივნისში, აგვისტოსა და სექტემბერში ათას-ათასი ლარი შესწირა. მინისტრის თქმით, იგი “ქართული ოცნების” წევრია და კიდევ აპირებს პარტიისთვის ფულის გადარიცხვას:

 

“მე ქართული ოცნების წევრი ვარ და ამიტომ ყოველთვიურად ვაკეთებ ამას. ეს არის ჩემი პირადი სურვილი,”- განაცხადა ოდიშარიამ. 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *