გამოძიების ცნობით, ბაჩო ახალაიამ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მუშაობის დროს, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, განსაკუთრებით პრივილეგირებულ პირობებში ჩააყენა იმ დროისთვის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულები.
ახალი ხელისუფლების პირობებში სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალი ასევე წარდგენილი აქვთ ყოფილ მაღალჩინოსნებს – ვანო მერაბიშვილს, დათა ახალაიას, ოლეგ მელნიკოვს, დავით ქოქიაშვილსა და დავით ჩხიტუნიძეს.
ბაჩო ახალაია ერთ საქმეზე უკვე გაამართლა სასამართლომ, ხოლო ორი საქმის არსებითი განხილვა დასრულებულია და იგი მოსამართლის განაჩენის მოლოდინშია. გუშინ ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ციხის ბუნტის საქმეზე ახალაიას განაჩენს მოსამართლე არჩევნების მომდევნო დღეს, 28 ოქტომბერს გამოაცხადებს.
დღეს კი პროკურატურამ ახალაიას ახალი ბრალდება წაუყენა და, შესაბამისად, ბრალდების მხარე მოითხოვს აღკვეთის ღონისძიების სახით მისთვის კვლავაც პატიმრობის შეფარდებას.