“ეს არჩევნები წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან ქვაკუთხედს დემოკრატიული ინსტიტუციებისადმი საქართველოს განგრძობად კონსოლიდაციასთან დაკავშირებით. სამეგრელო და ზუგდიდი ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ჩემი მეოთხე ვიზიტია ზუგდიდში და მე მახსოვს, რომ ერთი წლის წინ აქ, საოლქო საარჩევნო კომისიის ოფისში ძალიან დაძაბული ვითარების დროს მომიწია ყოფნა. ძალიან მოხარული ვარ, რომ ახლა ატმოსფერო გაცილებით მშვიდია და ჩემი აზრით, ადამიანები მოელიან პროფესიონალურ, სამართლიან და მშვიდ არჩევნებს.
ჩვენ ვიცით, რომ ზფხულში იყო რამდენიმე ინციდენტი, რამაც შეშფოთებები გამოიწვია და არავის სურს, რომ ნახოს იგივე კიდევ ერთხელ. აშშ–ის, ბრიტანეთის და ჰოლანდიის საელჩოებს ზუგდიდსა და საქართველოს სხვა ადგილებში დამკვირვებლები ეყოლება. ისინი საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებთან ერთად ყველაფერს გააკეთებენ მონიტორინგის თვალსაზრისით იმისათვის, რომ დარწმუნდნენ- ხმების დათვლის პროცესმა სამართლიანად ჩაიარა”, – განაცხადა ნორლანდმა, რომელიც ზუგდიდში ადგილობრივი საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელს, ნანა ოკუჯავას შეხვდა.
ნორლანდს საქართველოს ახალ პრეზიდენტსა და პრემიერ–მინისტრთან სამომავალო თანამშრომლობის კუთხითაც დაუსვეს შეკითხვა:
“ჩვენ არ ვიცით, ვინ გაიმარჯვებს [არჩევნებში]. აშშ მოელის ახალ პრემიერთან და პრეზიდენტთან ახლო თანამშრომლობას, იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს არსებული ურთიერთობები”, – განაცხადა აშშ–ის ელჩმა.