ახალი ამბები

გენდერული თანასწორობის მიხედვით საქართველო 86–ე ადგილზეა

25 ოქტომბერი, 2013 •
გენდერული თანასწორობის მიხედვით საქართველო 86–ე ადგილზეა

ანგარიშის მიხედვით, გენდერული თანასწორობა უმეტეს ქვეყნებში უმნიშვნელოდ შემცირდა. 134 ქვეყანის მონაცემს შორის პირველ 3 ადგილს ისლანდია, ფინეთი და ნორვეგია ინაწილებენ.

 
გენდერული თანასწორობის მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის ანგარიშის ფარგლებში, გენდერული თანასწორობის ხარისხი ოთხი კატეგორიის მიხედვით იზომება: ეკონომიკური აქტივობა და შესაძლებლობები, საგანმანათლებლო მიღწევები, ჯანდაცვის საკითხები და პოლიტიკური უფლებამოსილება. აღნიშნული 4 კატეგორია 14 კრიტერიუმად ნაწილდება.

 
რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანა სიაში 86–ე ადგილზეა. 2012 წელს საქართველო 85–ე ადგილზე იყო, 2011 წელს –86–ზე და 2010 წელს– 88–ე ადგილზე.

 
ეკონომიკური აქტივობის და შესაძლებლობების მიხედვით, საქართველო 64–ე ადგილზეა, ჯანდაცვის საკითხები კრიტერიუმით- 126–ე ადგილზეა, საგანმანათლებლო მიღწევებით 89–ე ადგილზე, ხოლო პოლიტიკური უფლებამოსილების საკითხის მიხედვით- 97–ე ადგილზე.

 
ქვეყნების ათეული, სადაც გენდერული უთანასწორობა მინიმუმამდეა დაყვანილი, ასე გამოიყურება:

 
1. ისლანდია

2.ფინეთი

3. ნორვეგია

4. შვედეთი

5. ფილიპინები

6. ირლანდია

7.ახალი ზელანდია

8. დანია.

9.შვეიცარია

10. ნიკარაგუა

მასალების გადაბეჭდვის წესი