“საარჩევნო მასალა არის გამოკრული ყველა იმ კანდიდატის, ვინც მოიტანა, თუმცა არის ერთი სპეციფიკური კანდიდატი, რომლის საარჩევნო პლაკატებს სპეციალური დაცვა სჭირდება, რომ პატიმრებმა არ ჩამოხიონ და არ გააფუჭონ, რამდენიმე ოფიცერი იცავს, რომ პატიმრებმა არ დააზიანონ, ან რაიმე ტიპის ქმედებები არ ჩაიდინონ ამ ადამიანის ქმედებების მიმართ”, – განაცხადა სოზარ სუბარმა. კანდიდატის დასახელებისგან მან თავი შეიკავა.